Thursday, November 29, 2018

29.11

ტრენნგის მეცხრე დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა ინფორმაციულად, დეტალურად მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები, დავსვით კითხვები და მივიღეთ პასუხები. მივეცით ერთმანეთს რჩევები. შევამოწმეთ პორტფოლიოში არსებული  დოკუმენტაცია. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ათის ნახევარზეც ვმუშაობთ და ვასწორებთ ჩვენს პროექტებს. მადლობა ძალიან საინტერესო ტრენინგისთვის. პირადად ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და საჭირო ტრენინგი იყო. ბევრი ახალი გავიგე, ვისწავლე და აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ვისურვებდი სხვა ტრენინგებიც მსგავსი საინტერესო და ინფორმაციული იყოს.

Tuesday, November 27, 2018

                                                              27.11
დღეს ტრენინგზე ვიმუშავეთ პროექტის ფარგლებში შექმნილი მოსწავლის პპრეზენტაციის ნაშრომზე. შევქმენით ჯგუფის დავალებები. შევქმენით დავალების შაბლონი, შევავსეთ გეგმის შაბლონი. გავეცანით დოკუმენტების ნიმუშებს და გამოვიყენეთ ჩვენი პროექტის გეგმის გასამრავალფეროვნებლად. გადავამოწმეთ პორტფოლიოში არსებული დოკუმენტები.  დრო სწრაფად გავიდა, რადგან ძალიან დატვირთული და თემატურად მრავალფეროვანი სამუშაო დღე. დამატებით კითხვები არ მაქვს.

Thursday, November 22, 2018

                   22.11.2018
ვიმუშაოთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შაბლონზე.ვიმუშაოთ მოსწავლის ნამუშევრის შაბლონზე. განვიხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკები. შევქმენით ჩვენი შეფასების რუბრიკა. ვიმსჯელეთ ჩვენი პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაზე. ჩვენ თვითონ შევაფასეთ ჩვენი პროექტი და შესაბამისი ხარვეზები გასასწორებლად მოვინიშნეთ.  გავეცანით შესაბამის დოკუმენტაციას. ძალიან საინტერესო ინფორმაციაა და და ცოტა დრო განსახილველად. დარწმუნებული ვარ მუშაობის პროცესში კარგად გამოვიყენებ. მადლობა კიდევ ერთი საინტერესო დღისთვის.

Wednesday, November 21, 2018

                                       21.11.2018

დღეს კიდევ ერთი საინტერესო და დატვირთული დღე იყო ტრენინგის ფარგლებში. ტრენინგის დასწაყისში გავიხსენეთ ტრენინგის წინა დღეს ნასწავლი საკითხები.  განვიხილეთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში შემავალი პროცედურები. ჩამოვწერეთ კონკრეტული დავალებები და განვსაზღვრეთ დრო რა დროის ფარგკლებშ უნდა ემუშავათ ბავშვებს, შემდეგ ვიმუშავეთ წყვილებში და განვიხილეთ ჩვენი დავალებები, ძალიან დამეხმარა ჩემი გუნდის წევრების იდეები, ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევა მივიღე და აუცილებლად გამოვიყენებ. მოვირგეთ მოსწავლის როლი და ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშზე. ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. ტრენინგის მსვლელობის დროს ცოტა ვიცელქე, რის გამოც ძალიან მრცხვენია. ვეცდები სხვა დროს უფრო მოტივირებული ვიყო.

Monday, November 19, 2018

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე აღმოჩნდა სხვა დღეებთან შედარებით პრაქტიკულად დატვირთული. დღეს ვიმუშავეთ წყვილებში, განვიხილეთ პროექტის პრეზენტაცია, ვისწავლეთ პაუერ პოინტში კომენტარის გაკეთება. ვორდის დოკუმენტის ატვირთვა, ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე, ბლოგში გვერდების შექნმაზე, ლინკების დამატებაზე, ბლოგზე დოკუმენტებბის გაზიარებაზე. დღევანდელი ტრენინგის ყველა ი9ნფორნმაცია გასაგები იყო ჩემთვის და დამატებით კითხვები არ მაქვს.

Thursday, November 15, 2018

დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში, განვიხილეთ წინარე ცოდნის დადგენის მეთოდებზე და შეფასების ინსტრუმენტებზე. დღევანდელი ტენინგი ძირითადად პრაქტიკული სამუშაოებით იყო დატვირთული. ტრენინგის მსვლელობის პროცესში კითხვები არ მქონია.

Tuesday, November 13, 2018

13.11
დღევანდელი დღე გაცილებით საინტერესო და დატვირთული იყო სხვა დღეებთან შედარებით. დღეს ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე, პროექტის შინაარსზე. განვიხილეთ კარგი პროექტისთვის საჭირო ნიუანსები, გავეცანი რამდენიმე მნიშვნელოვან და საინტრესო დოკუმენტს. დღევანდელი დღის უარყოფით მხარედ ჩავთვლი იმას, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო გამოვიჩინე მოუსვენრობა. ძლიერ მხარედ მიმაჩნია ტრენინგის შინაარსობლივ მხარესთან სწრაფი და ნაყოფიერი მუშაობა. დღევანდელი დღის ბოლოს კითხვები არ მაქვს.

Sunday, November 11, 2018


11.11. 2018
ინტელის ტრენინგის მეორე დღე დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით. ტრენინგის დასაწყისში განვიხილეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა. შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის შექმნის თეორიულ მხარეებზე. ვისწავლეთ და პრაქტიკულად შევქმენით ბლოგი, რომელიც დაგვჭირდება პროფესიული საქმიანობისთვის. განვიხილეთ სავარაუდო პროექტის გეგმა. ნიმუშის სახით შევქმენით პროექტის ბუკლეტი. ტრენინგის მსვლელობის პროცესში მოცემულ ყველა დავალებას მარტივად გავართვი თავი. დამატებით კითხვები არ მაქვს.

ინტელის ტრენინგის პირველი დღე
10.11. 2018
დღევანდელი დღე ინტელის ტრენინგის პირველი დღე იყო. დღეს გავიცანით ტრენინგის მიზანს, განსახილველი საკითხები. ვისაუბრეთ ტრენინგის მნიშვნელობაზე, პროექტებით სწავლების აუცილებლობაზე. ტრენინგის პროცესში გავეცანით დოკუმენტებს, რომელიც გამოგვადგება პროექტის დაგეგმვისა და წარმართვაში.
მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფებში. განსაკუთრებით მომეწონა პროექტზე მუშაობა. პროექტები განვიხილეთ ჯგუფებში, გავეცანით სხვადასხვა სახის პროექტს.
კითხვები არ მქონია. ტრენინგის პროცესში შესწავლილ მასალას გამოვიყენებ პრაქტიკაში.