21.11.2018
დღეს კიდევ ერთი საინტერესო და დატვირთული დღე იყო ტრენინგის ფარგლებში. ტრენინგის დასწაყისში გავიხსენეთ ტრენინგის წინა დღეს ნასწავლი საკითხები. განვიხილეთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში შემავალი პროცედურები. ჩამოვწერეთ კონკრეტული დავალებები და განვსაზღვრეთ დრო რა დროის ფარგკლებშ უნდა ემუშავათ ბავშვებს, შემდეგ ვიმუშავეთ წყვილებში და განვიხილეთ ჩვენი დავალებები, ძალიან დამეხმარა ჩემი გუნდის წევრების იდეები, ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევა მივიღე და აუცილებლად გამოვიყენებ. მოვირგეთ მოსწავლის როლი და ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშზე. ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. ტრენინგის მსვლელობის დროს ცოტა ვიცელქე, რის გამოც ძალიან მრცხვენია. ვეცდები სხვა დროს უფრო მოტივირებული ვიყო.
No comments:
Post a Comment